გია გაჩეჩილაძე - ირაკლი კობახიძეს არანაირი იმპიჩმენტი არ ელოდება
გია გაჩეჩილაძე - ირაკლი კობახიძეს არანაირი იმპიჩმენტი არ ელოდება

ირაკლი კობახიძეს არანაირი იმპიჩმენტი არ ელოდება, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა გია გაჩეჩილაძემ განაცხადა.

„პარლამენტის თავმჯდომარე ახალგაზრდა კაცია, რომელიც ძალიან მაღალი დონის იურისტია, კონსტიტუციონალისტი. მარტო ის რად ღირს, რაც ჩვენ კონსტიტუცია მივიღეთ. ფაქტობრივად, რევოლუცია მოვახდინეთ პოლიტიკურ სისტემაში და ახალ სისტემაზე გადავდივართ, ასე რომ არანაირი იმპიჩმენტი მას არ ელოდება. არავითარი პერსპექტივა მას არ აქვს. ვფიქრობ, ეს პოლიტიკური პიარის საკითხია და მეტი არაფერი”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ შესაძლოა, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურები დაიწყოს.