გია გაჩეჩილაძე - „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები ციხეებში უნდა ისხდნენ და ზოლიანი „პიჟამოები“ ეცვათ
გია გაჩეჩილაძე - „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები ციხეებში უნდა ისხდნენ და ზოლიანი „პიჟამოები“ ეცვათ

„ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები ციხეებში უნდა ისხდნენ და სინამდვილეში ზოლიანი პიჟამოები ეცვათ, – ამის შესახებ დეპუტატმა, გია გაჩეჩილაძემ განაცხადა.

როგორც გია გაჩეჩილაძემ აღნიშნა, ძნელია ასატანია საზოგადოებისგან, რომელიც თავად არის დანაშაულში მხილებული და იმის ატანა, რაც დღეს პარლამენტში ხდებოდა.

„გატყობთ სახეზე კმაყოფილებას, ვიწყებთ მეორე განყოფილებას – მესმის ბატონო გიორგი, თქვენი დამოკიდებულება დღევანდელი დღისადმი, ძნელი ასატანია საზოგადოებისაგან, რომელიც თავად არის ისეთ უმძიმეს დანაშაულებში მხილებული, როგორიც არის წამება, ადამიანებისთვის ქონების წართმევა, მედიაზე წიხლების რტყმევა, რუსეთთან თანამშრომლობა, სამხედრო ბაზების რეანიმაცია საქართველოში, რუსეთისთვის ქონების გადაცემა და მერე რუსეთზე ლაპარაკი, აქ ვითომ რაღაცა მოწინააღმდეგეები არიან. საუბრობენ ათას უბედურებაზე, თითქოს ახლა ხდება, თითქოს არ ახსოვდეთ ის, რასაც თავად სჩადიოდნენ ამ ქვეყანაში და ამას ყველაფერზე ფაქტები მეტყველებს. როცა საუბარია, საერთო შეფასებაზე, ჩაიხედონ ოფიციალურ მონაცემებში და ნახავენ, რომ მაგ დროს ორასი ათასით შემცირდა საქართველოს მოსახლეობა“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს საქართველოდან ხალხი გაიქცა, ზოგს ციხეში უშვებდნენ, ზოგს კი ქუჩაში კლავდნენ.

„რაც შეეხება ქონებაზე და დანაშაულზე საუბარს – 131-ე ადგილზე იყო საქართველო, სამარცხვინო ადგილზე, 144 ქვეყანაში საკუთრების უფლების დაცვით. რაზე არის აქ ლაპარაკი საერთოდ და ვინ მისცა ამათ უფლება საერთოდ ამ საკითხებზე რომ ილაპარაკონ. ბორდერიზაციაზე ლაპარაკობენ რუსების მხრიდან და თავად გააკეთეს 2007 წელს, თავად აღადგინეს ავტონომია და იმ საზღვრების ფარგლებში, რუსები ახლა საზღვრებს ავლებენ, იქიდან იტაცებენ ხალხს. ამას ბოლო წერტილი ხომ უნდა დაესვას, არა? 2010 წელს არასრულწლოვნებს შორის მკვლელობის 40 შემთხვევა იყო, ეს არის ოფიციალური მონაცემი, კაცმა იცის? გამოიძიეს? – არ გამოიძიეს, 1400 შემთხვევა იყო მკვლელობების, მძიმე დანაშაულის, 638 მარტო ძარცვა იყო და 275 ყაჩაღობა, გაუპატიურება 82 და 418 მკვლელობა, სულ 1400-მდე ასეთი მძიმე დანაშაული, რომელიც კაცმა ვერ გაიგო საქართველოში, რადგან მთელი მედია ფეხქვეშ ამოიდეს. რაღაცა კონცერტებსა და სპექტაკლებს დასდევდნენ ვითომ მშვიდობა და სიწყნარე იყო ქვეყანაში, სინამდვილეში მერე ოფიციალური მონაცემებით უკვე, როცა შეაფასეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა 104-ე სამარცხვინო ადგილზე ვიყავით მედიის თავისუფლებით ქვეყანაში. აი, ხომ ხედავთ, სულ ყველა წავიდა, ამის მოსმენა არ უნდათ, რადგან აქ კი არ უნდა ისხდნენ, ციხეებში უნდა ისხდნენ და სინამდვილეში ზოლიანი პიჟამოები ეცვათ“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.