გია გაჩეჩილაძე - ბატონი გრიშა საზოგადოებას ეუბნება, თითქოს ბოლო ექვს წელში საქართველოდან ერთი მილიონი ადამიანი გავიდა, ეს მორიგი ტყუილია
გია გაჩეჩილაძე - ბატონი გრიშა საზოგადოებას ეუბნება, თითქოს ბოლო ექვს წელში საქართველოდან ერთი მილიონი ადამიანი გავიდა, ეს მორიგი ტყუილია

ბატონი გრიშა, დადის და საზოგადოებას ეუბნება, თითქოს ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საქართველოდან ერთი მილიონი ადამიანი გავიდა, ეს მორიგი ტყუილია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია გაჩეჩილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„იმ გრანდიოზული ტყუილების შემდეგ, რომელიც 400-ლარიან პენსიას ეხება, მცდელობას ჩვენი პენსიონერები გაბრიყვებისთვის, მეორე გრანდიოზულ ტყუილსაც გეტყვით – ბატონი გრიშა, დადის და საზოგადოებას ეუბნება, თითქოს ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საქართველოდან ერთი მილიონი ადამიანი გავიდა. თუ ბატონმა გრიშამ ქართულად წერა-კითხვა იცის, აუცილებლად ჩაიხედავდა მოსახლეობის აღწერის მონაცემებში და ნახავდა, რომ 2003 წელს, როდესაც ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდა საქართველოს მოსახლეობა 3,966 მილიონი იყო. 2013 წელს, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლება დატოვა საქართველოს მოსახლეობა 3,717 მილიონი, ანუ 250 ათასი ადამიანით შემცირდა”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, 2018 წლის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობა 3,730 მილიონი ანუ 13 ათასით მეტი, ვიდრე 2013 წელს.

„ეს სიცრუე სიყალბე, არ ვიცი იმ რუსი პიარ-ტექნოლოგების შემოთავაზებულია, თუ მისი ფანტაზიის ნაყოფია, მაგრამ ამ ყველაფერს საზოგადოებამ წერტილი უნდა დაუსვას. ადამიანი, რომელიც ასეთ რამეს კადრულობს ელემენტარულად ზნეობისა და სხვა რამის დეფიციტი აქვს”, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.