გია ჟორჟოლიანი - პოლიტიკური და ადამიანური თვალსაზრისით ეს არ იყო მშვიდობიანი აქცია, ეს იყო შტურმი პარლამენტზე
გია ჟორჟოლიანი - პოლიტიკური და ადამიანური თვალსაზრისით ეს არ იყო მშვიდობიანი აქცია, ეს იყო შტურმი პარლამენტზე

პოლიტიკური და ადამიანური თვალსაზრისით ეს არ იყო მშვიდობიანი აქცია, ეს იყო შტურმი პარლამენტზე, – ამის შესახებ ფრაქციის„პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები“ წევრმა, დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა 20-21 ივნისის მოვლენებსა და ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებაზე კომენტირებისას განაცხადა.

კითხვაზე, რამდენად ეთანხმება განცხადებებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტპატიმარია, გია ჟორჟოლიანმა აღნიშნა, რომ ოქრუაშვილი სულ სხვა საფუძველზეა დაკავებული.

„ვფიქრობ, სასამართლომ და გამოძიებამ ძალიან დეტალურად უნდა აჩვენოს, რასთან გვაქვს საქმე. პოლიტიკური და ადამიანური თვალსაზრისით ეს არ იყო მშვიდობიანი აქცია. ეს იყო შტურმი პარლამენტზე.  ამაში ეჭვი არ მეპარება“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.