გია ჟორჟოლიანი - მთავრობა სხვა პოლიტიკას ადგას და გიორგი ქობულიას ხედვა სხვა იყო, ამის შედეგად გაუშვეს
გია ჟორჟოლიანი - მთავრობა სხვა პოლიტიკას ადგას და გიორგი ქობულიას ხედვა სხვა იყო, ამის შედეგად გაუშვეს

საქართველოს მთავრობა სხვა პოლიტიკას ადგას და გიორგი ქობულიას ხედვა სხვა იყო, – ამის შესახებ დეპუტატმა, გია ჟორჟოლიანმა განაცხადა.

ჟორჟოლიანის შეფასებით, ქობულიას ხედვები ისეთია, რაც ქვეყანას სჭირდება.

„მთლიანად მთავრობა სხვა პოლიტიკას ადგას და გიორგი ქობულიას ხედვა სხვა იყო. ჩემი აზრით, მისი ხედვები ისეთია, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანას სჭირდება. ეს განვითარებაზე, პრიორიტეტებზე, გეგმაზე და ინდუსტრიის განვითარებაზე ორიენტირებული ხედვებია. სამწუხაროდ, ჩვენი მთავრობის პოლიტიკა ასეთი არ არის. ამიტომ ქობულიას ამ მთავრობაში ყოფნა იმ პოლიტიკასთან შეუსაბამობაში იყო. ქობულია ამის შედეგად არის გაშვებული და ძალიან სამწუხაროა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი მთავრობის პოლიტიკა ის არ არის, რომელიც დღეს ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

მისი თქმით, სოციალ-დემოკრატებმა სწორედ ამიტომ დატოვეს საპარლამენტო უმრავლესობა.

ამასთან, დეპუტატის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი მმართველი პარტიის ხელმძღვანელია და სავარაუდოდ, ქობულიას შეცვლის გადაწყვეტილებაში მონაწილეობდა.

„მთავრობა გადაწყვეტილებებს ერთიანად იღებს და ბიძინა ივანიშვილი მმართველი პარტიის ხელმძღვანელია. ცხადია, ალბათ, ბიძინა ივანიშვილი ამ გადაწყვეტილებაში მონაწილეობდა“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

გიორგი ქობულიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობა გუშინ დატოვა. მინისტრად ნათია თურნავა დაინიშნა, რომელიც მანამდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

დატოვე კომენტარი