გია ჟორჟოლიანი გამოდის ინიციატივით, ფიზიკური პირები საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისგან 2020 წლის ნაცვლად, 2023 წლამდე გათავისუფლდნენ
გია ჟორჟოლიანი გამოდის ინიციატივით, ფიზიკური პირები საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისგან 2020 წლის ნაცვლად, 2023 წლამდე გათავისუფლდნენ

დეპუტატი გია ჟორჟოლიანი გამოდის საკანონმდებლო ინიციატივით, ფიზიკური პირები საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისგან 2020 წლის პირველი იანვრის ნაცვლად, 2023 წლის პირველ იანვრამდე გათავისუფლდნენ.

გია ჟორჟოლიანმა შესაბამისი ცვლილებები „საგადასახადო კოდექსში“ მოამზადა, რომლის ინიცირება პარლამენტში მომავალ კვირას მოხდება.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს „საგადასახადო კოდექსიდან“ იმ დებულების ამოღებას, რომელიც ბაზრობის ორგანიზატორს ავალდებულებდა, 2018 წლის პირველი ივლისისთვის უზრუნველყო საგადასახადო ორგანოსთვის ბაზრობის ტერიტორიაზე მოვაჭრე ფიზიკური პირების შესახებ ინფორმაცია წარედგინა და 2020 წლის პირველ იანვრამდე ეტაპობრივად მოეხდინა არასტაციონარული სავაჭრო ადგილების აღჭურვა საკონტროლო სალარო აპარატებით.