გია ჟორჟოლიანი - ფრაქციაში ჩვენც და „პატრიოტთა ალიანსიც“ ჩვენს პლატფორმებს შევინარჩუნებთ
გია ჟორჟოლიანი - ფრაქციაში ჩვენც და „პატრიოტთა ალიანსიც“ ჩვენს პლატფორმებს შევინარჩუნებთ

დეპუტატი გია ჟორჟოლიანი ფრაქცია „პატრიოტებში“ გადასვლასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს საპარლამენტო მუშაობის ფორმატია  და მასში განსაკუთრებული არაფერია.

მისი თქმით, ფრაქციას „პატრიოტთა ალიანსი – სოციალ-დემოკრატები“ ეწოდება და ასახავს იმას, რომ ფრაქციაში წარმოდგენილია ორი პარტიის ხედვა.

„ჩვენ ჩვენს პლატფორმას შევინარჩუნებთ და ასევე, შეინარჩუნებს „პატრიოტთა ალიანსი“. გვექნება თუ არა საერთო გადაკვეთის წერილები –  ასეთი წერტილები გვქონია კიდეც, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის შეფასების ნაწილში, ამ საკითხზე ჩვენი პოზიციები ემთხვეოდა. ასევე იყო მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნების საკითხზე. ჩვენი პოლიტიკა ორიენტირებულია საშუალო და დაბალშემოსავლიან ადამიანთა მდგომარეობის გაუმჯობესებაზე“, – განაცხადა  გია ჟორჟოლიანმა.

დეპუტატის განმარტებით, მისთვის მნიშვნელოვანია თანასწორობის პრინციპი, თანასწორობა კი, სოლიდარობასთან არის დაკავშირებული  და ეს ყველაფერი – პატრიოტიზმთან.

დეპუტატებმა, გია ჟორჟოლიანმა და მირიან წიკლაურმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს და ფრაქცია „პატრიოტებში“ გაწევრიანდნენ.