გია ჟორჟოლიანი - ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი-სოციალ დემოკრატები“ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს
გია ჟორჟოლიანი - ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი-სოციალ დემოკრატები“ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი-სოციალ დემოკრატები“ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს. გია ჟორჟოლიანის თქმით, ხელისუფლებას აქამდეც ჰქონდა საშუალება, ცვლილებების მიღების რესურსი პარლამენტში მოეძებნა

„არ არის საჭირო კონსენსუსი „ევროპულ საქართველოსთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“. თუ „ქართულ ოცნებას“ სურს, გადაწყვეტილების მიღება, მას ეს შეუძლია, თუ წამოვიდოდა ამ მიმართულებით, რომ გაზრდიდა პროპორციულ წარმომადგენლობას. ეს მოხდა და არის დღეს შემოტანილი 120-30. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ გარდა პარლამენტში არის 123 წევრი და ამ დეპუტატების დიდი ნაწილი საჯაროდ აფიქსირებს პოზიციას, რომ მხარს დაუჭერს, ასე რომ თუ „ქართულ ოცნებას“ ამის მხარდაჭერა სჭირდება, მას ეს შეუძლია ყოველგვარი კონსენსუსის მიღწევის გარეშე. თუ აუცილებლად მიაჩნია, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღოთ, თუ „ევროპულმა საქართველომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაუჭირა მხარი, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ეძებს კონსენსუს მათთან და არა პარლამენტში და მას უნდა ეს კონსენსუსი და არა საარჩევნო სისტემის შეცვლა. საარჩევნო სისტემის ცვლილება, თუ ეს საჭიროა ხალხისთვის, თუ ეს საჭიროა იმ პირობის შესასრულებლად, რომელიც ნაწილობრივ უკვე არ შეასრულა „ქართულმა ოცნებამ“ და მხოლოდ ნაწილობრივ შეუძლია შეასრულოს, პირობა რომელიც მან მისცა მოქალაქეებს, ჩვენს უცხოელ მეგობრებს, მაშინ მას ამის გაკეთება შეუძლია და შეუძლია იმოქმედოს“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.