გია ჟორჟოლიანი - ჩვენი წინადადება არის 115/35-ზე და ვფიქრობ, ასეთი ცვლილების მისაღებად რესურსი არსებობს
გია ჟორჟოლიანი - ჩვენი წინადადება არის 115/35-ზე და ვფიქრობ, ასეთი ცვლილების მისაღებად რესურსი არსებობს

„სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანოში საარჩევნო ცვლილებების მიღების რესურსი არსებობს.

როგორც საქართველოს პირველ არხს ჟორჟოლიანმა განუცხადა, მისი წინადადება არის 115/35-ზე საარჩევნო მოდელი და საარჩევნო ბარიერის მოხსნა.

ჟორჟოლიანის თქმით, ცვლილებების მისაღებად დამოუკიდებელი დეპუტატების რესურსი უნდა იყოს გამოყენებული.

„მთავარია არა ის, ვინ, როდის, რა თქვა და როგორ დაიწყო, არამედ ის, რომ შედეგი იყოს მიღწეული. შედეგია, უფრო მეტი პროპორციული და წარმომადგენლობითი საარჩევნო სისტემის არსებობა. ჩვენი წინადადებაა – 115/35-ზე საარჩევნო მოდელი და საარჩევნო ბარიერის მოხსნა. ჩვენი მხრიდან ეს არ არის ულტიმატუმი, რადგან უნდა იყოს დიალოგი. პარლამენტში 28 დეპუტატი დამოუკიდებელია. 93 დეპუტატი არის „ქართულ ოცნებაში“, რაც ერთად არის 121. საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად კი 113 ხმაა საჭირო. მთავარია, ცვლილებების განხორციელება სწრაფად მოხდეს“, – აღნიშნა ჟორჟოლიანმა.

დატოვე კომენტარი