გია ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, რომ საპარლამენტო არჩევნებში გოგი ოთხმეზურთან ერთად მიიღოს მონაწილეობა
გია ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, რომ საპარლამენტო არჩევნებში გოგი ოთხმეზურთან ერთად მიიღოს მონაწილეობა

პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ისტორიკოსს გოგი ოთხმეზურთან ერთად მიიღოს.

დღეს, გოგი ოთხმეზური პარლამენტში იმყოფებოდა და გია ჟორჟოლიანს შეხვდა. ჟორჟოლიანი განმარტავს, რომ მასსა და ოთხმეზურს შორის შეხვედრები ხშირად იმართება.

„ჩვენი მხარდამჭრები არიან. ერთობლივად პროგრამას შევიმუშავებთ, არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ. დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იყო პროგრესულ გადასახადზე, ინდუსტრიალიზაციის ეტაპებზე, სოფლის მეურნეობის პროგრამაზე. გიორგი ოთხმეზურს ხშირად ვხვდები, ბავშვებიდან ვიცნობ. ალბათ, ერთად მივიღებთ მონაწილეობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. მუდმივად გვაქვს შეხვედრა. ერთად ვართ დიდი ხანია. 30 ნოემბერს, „სოციალ-დემოკრატების“ ყრილობას ჩავატარებთ, ჩვენს პროგრამასა და გუნდს წარვადგენთ“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

კითხვაზე, გოგი ოთხმეზური აპირებს თუ არა პოლიტიკაში მოსვლას, ჟორჟოლიანი პასუხობს, რომ ვინ იქნება „სოციალ-დემოკრატების“ გუნდში ჯერ ვერ იტყვის.

„ერთად ვადგენთ პროგრამას, ერთი გუნდი ვართ და სავარაუდოა, რომ ალბათ, არჩევნებზე ერთად წარვდგებით. მათ შორის, შესაძლებელია, ჩვენს გუნდში ვიხილოთ, ოთხმეზურიც, სხვებიც, ვისაც იცნობთ და ვისაც არა“, – აღნიშნავს ჟორჟოლიანი. ამასთან, ჟორჟოლიანი ამბობს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე შეწყალების საკითხზე საუბარი არ ყოფილა. ეს გადაწყვეტილება იყო ძალიან საჩოთირო, გონივრული არ იყო“, – დასძინა ჟორჟოლიანმა.

დატოვე კომენტარი