გია ჭიაბრიშვილი ბათუმთან წაგებაზე - ასე არ უნდა გვეთამაშა
გია ჭიაბრიშვილი ბათუმთან წაგებაზე - ასე არ უნდა გვეთამაშა

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმ-აუტში“ თბილისის „ლოკომოტივის“ ახლმა მთავარმა მწვრთნელმა, გია ჭიაბრიშვილმა ბათუმის „დინამოსთან“ სადებიუტო შეხვედრის წაგებაზე ილაპარაკა.

„თბილისის „ლოკომოტივში“ ბევრი ცვლილება მოხდა, იყო პანდემიის პაუზაც, თანაც საუკეთესო მეტოქე გვყავდა და გვაჯობა. მოკლედ, ამ წაგებას ბევრი მიზეზი ჰქონდა, მაგრამ თავის მართლებას არ ვაპირებ – ასე არ უნდა გვეთამაშა“, – ამბობს გია ჭიაბრიშვილი.

გია ჭიაბრიშვილი თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარ მწვრთნელად 7 ივლისს წარადგინეს. ახალგაზრდა სპეციალისტმა გამოცდილი სოსო ფრუიძე შეცვალა, რომელმაც გუნდი სულ ორი ტური ავარჯიშა.

ჭაიაბრიშვილის თქმით, მისთვის ეს წაგება დროულიც იყო: „წაგება კარგი არასდროსაა, მაგრამ პირველივე ტურში ასეთ ძლიერ მეტოქესთან დავმარცხდით და ეს ჩვენთვის გაკვეთილი უნდა გახდეს. ამ მატჩიდან დასკვნის გამოტანა შეიძლება. ჩვენ წელს ევროპის ლიგაზე ვითამაშებთ და ბათუმის „დინამოსთან“ ის ნაკლი დავინახეთ, რაც აუცილებლად გამოსასწორებელია. შევხედავთ, რა არის საჭირო და რა უნდა შევცვალოთ“.