გია ცაგარეიშვილი - საზოგადოებამ იხილა, რაც ისედაც ცნობილი იყო, თურმე მიშიკოს  ჩამოსვლაზე რუსეთსა და პუტინს უნდა ედარდათ, ამ ქალბატონმა ეჭვები ერთი ხელის მოსმით დაადასტურა
გია ცაგარეიშვილი - საზოგადოებამ იხილა, რაც ისედაც ცნობილი იყო, თურმე მიშიკოს ჩამოსვლაზე რუსეთსა და პუტინს უნდა ედარდათ, ამ ქალბატონმა ეჭვები ერთი ხელის მოსმით დაადასტურა

საზოგადოებამ იხილა ის, რაც ისედაც ცნობილი იყო – თურმე მიშიკოს საქართველოში ჩამოსვლაზე რუსეთის ფედერაციასა და პუტინს უნდა ედარდათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გია ცაგარეიშვილმა გიული ალასანიასთან დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გიული ალასანიამ დაადასტურა ობიექტური ეჭვები, რომელიც საზოგადოებაში არსებობდა.

„არაფერია განსაცვიფრებელი იმაში, რაც მოვისმინეთ. სიტყვები და მოსაზრებები, რასაც გიული ალასანია ქადაგებს, ცნობილი იყო მისგან, მისი ძმისგან. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა წელს ამგვარი მოსაზრებები ხშირად მოდიოდა. არ ვიცი, ვინ რა ფორმით ჩაწერა და გაავრცელა, საზოგადოებამ იხილა ის, რაც ისედაც ცნობილი იყო – თურმე მიშიკოს საქართველოში ჩამოსვლაზე რუსეთის ფედერაციასა და პუტინს უნდა ედარდათ, თურმე ერთ-ერთი არხის წამყვანი ჟურნალისტი რუსეთის ფედერაციიდან იღებდა ჩანაწერებს, რასაც არხი ბეჯითად აქვეყნებდა. ობიექტური ეჭვები, რომლებიც საზოგადოებაში არსებობდა, ამ ქალბატონმა ერთი ხელის მოსმით დაადასტურა. ახლა უნდათ, ამ ჩანაწერის ავთენტურობა შეამოწმონ, უნდათ, ნუ შეამოწმებენ, უნდათ, ჩანაწერის სამართლებრივ ბუნებაზე იდარდონ, ვინ და რანაირად ჩაიწერა. შეუძლიათ, ყველაფერი გაარკვიონ, მათ შორის საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართონ. ეს კაცი ამ ქვეყანას მტრად არის მოკიდებული და შემიძლია, დიდხანს ვისაუბრო, როგორ აგენტობს, მიაქვს და მოაქვს უბედურება პატიმარ სააკაშვილს. ღრმად ვარ დარწმუნებული და ჩამოყალიბებული, რომ ამ კაცს თავისი სამშობლო არ უყვარს“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.