გია ცაგარეიშვილი - საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს კითხვის დასმის უფლება აქვს, ამიტომ შინაური თუ გარეული უნდა შეეგუონ, რომ ასეთი კითხვები იქნება
გია ცაგარეიშვილი - საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს კითხვის დასმის უფლება აქვს, ამიტომ შინაური თუ გარეული უნდა შეეგუონ, რომ ასეთი კითხვები იქნება

საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს კითხვის დასმის უფლება აქვს. ამიტომ როგორც შინაური, ასევე გარეული უნდა შეეგუონ იმას, რომ ასეთი კითხვები იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, შესაძლოა, კითხვები არასასიამოვნო მოსასმენია, მაგრამ დემოკრატიულ საზოგადოებაში ამას უნდა შეეჩვიონ.

როგორც ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არ ჰგონია, რომ ეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს აზიანებდეს.

„შეურაცხყოფასა და კითხვის დასმას შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაა, რასაც ჩვენი ოპონენტები ვერ ამჩნევენ. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს კითხვის დასმის უფლება აქვს. ამიტომ როგორც შინაური, ასევე გარეული უნდა შეეგუონ იმას, რომ ასეთი კითხვები იქნება. შეიძლება, ეს კითხვები ვიღაცისთვის არასასიამოვნო მოსასმენია, მაგრამ დემოკრატიულ საზოგადოებაში ამას უნდა შევეჩვიოთ. როგორც თქვენ მისვამთ ხოლმე უმწვავეს კითხვებს, ასევე შეგვიძლია, კითხვები დავუსვათ მეგობარ დიპლომატებს, მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს. თუ ეს კითხვები შერაცხულია შეურაცხყოფად, ესეც ცუდის ნიშანია, რადგან ეს იმის ნიშანია, რომ საზოგადოების ნაწილი ჯერ კიდევ ვერ დაღვინდა და ვერ შეეჩვია იმას, რომ თავისუფალ, დემოკრატიულ ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს აქვს კითხვის დასმის უფლება ყველას მიმართ, ვინც არ უნდა იყოს, დანარჩენი კი, პოლიტიკური გემოვნების საკითხია – ეს ვიღაცას სიამოვნებს, ვიღაცას – არა. არ მგონია, ეს აზიანდებდეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. ამირან გულში მღეროდაო – სწორი არ არის. ჩაკეტილად და კულუარულად საუბარი საზოგადოების ზურგს უკან გაუმართლებლად მიმაჩნია. ლეგიტიმური კითხვები ისმევა, რასაც პასუხები სჭირდება. ასევე ლეგიტიმურია პასუხების მოთხოვნაც. ჩვენი ურყევი რწმენაა, რომ საქართველო უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა, ეს არ ვთქვათ? თუ იმსახურებდა და სტატუსი არ მივიღეთ, თავი დავხაროთ მონური სულისკვეთებით და ვთქვათ, აგერ, კისერზე წამოგვარტყით კიდევ უფრო მტკივნეულად-თქო? როგორ ბედავთ იმის თქმას, რომ თავი უნდა დავხაროთ?“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

დატოვე კომენტარი