გია ცაგარეიშვილი - კიდევ ერთხელ გახდა ნათელი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი უახლოესი, უპირველესი პარტნიორი და ეს პარტნიორობა არის ურყევი
გია ცაგარეიშვილი - კიდევ ერთხელ გახდა ნათელი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი უახლოესი, უპირველესი პარტნიორი და ეს პარტნიორობა არის ურყევი

ნათელი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი უახლოესი, უპირველესი პარტნიორი და ეს პარტნიორობა არის ურყევი და გაგრძელდება კიდევ მრავალი წელი, – ამის შესახებ საპარლამენტო ურავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ელჩმა კელი დეგნანმა დაადასტურა, რომ აშშ საქართველოს უახლოესი პარტნიორია.

„მგონი, ამომწურავად ისაუბრა ქალბატონმა ელჩმა შეხვედრაზე. ზოგადად, საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ჰქონდა, ბევრ კითხვას პასუხი გასცა და კიდევ ერთხელ ნათელი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი უახლოესი, უპირველესი პარტნიორი და ეს პარტნიორობა არის ურყევი და გაგრძელდება კიდევ მრავალი წელი ძალიან ბევრი ადამიანის გულის გასახეთქად, ამ ქვეყნის მტრებს ვგულისხმობ, შინაურ და გარეულ მტრებზე მაქვს ახლა საუბარი. მან თქვა ის, რაც თქვა და იმაზე მეტს მე ვერც დავამატებ და არც ვყოფილვარ ამ შეხვედრაზე, არ მსმენია შინაარსი ამ შეხვედრის“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შეხვედრისას ისაუბრეს ამერიკა-საქართველოს პარტნიორობაზე და მრავალ სხვა სფეროზე, სადაც აშშ ცდილობს, მხარი დაუჭიროს საქართველოს განვითარებას.