გია ცაგარეიშვილი - ხორვატი მეგობრების დიდი მხარდაჭერა გვაქვს, ახლა ჯერი ევროკავშირის წევრ სხვა სახელმწიფოებზეა, რომლებმაც „კი“ უნდა უთხრან საქართველოს მრავალწლიან მისწრაფებას
გია ცაგარეიშვილი - ხორვატი მეგობრების დიდი მხარდაჭერა გვაქვს, ახლა ჯერი ევროკავშირის წევრ სხვა სახელმწიფოებზეა, რომლებმაც „კი“ უნდა უთხრან საქართველოს მრავალწლიან მისწრაფებას

ცალსახად, ჩვენ ხორვატი მეგობრების დიდი მხარდაჭერა გვაქვს და ახლა ჯერი უკვე არა მხოლოდ ხორვატებზე, არამედ ევროკავშირის წევრ სხვა სახელმწიფოებზეა, რომლებმაც „კი“ უნდა უთხრან საქართველოს მრავალწლიან მისწრაფებას, რათა გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა ხორვატიაში განაცხადა, სადაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს მართავს.

მისი თქმით, ევროპული საბჭოს მხრიდან 15 დეკემბერს პოზიტიურ გადაწყვეტილებას ველოდებით და ნებისმიერ ვიზიტს, მით უმეტეს, ამ პერიოდში, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.

„ხორვატია ჩვენი ძალიან დიდი ხნის მეგობარი ქვეყანაა. უკანასკნელ წლებში ეს ურთიერთობები ძალიან ინტენსიური გახდა და, ფაქტობრივად, ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარია ევროკავშირში, რეგიონის სხვა ქვეყნებთან ერთად. ვფიქრობ, მხოლოდ პოზიტიური სიგნალები მოდიოდა მთელი დღის განმავლობაში. რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა კომიტეტის თავმჯდომარეებთან, მეგობრობის ჯგუფთან, ჯგუფის წევრებთან. ვფიქრობ, ცალსახად, ჩვენ ხორვატი მეგობრების დიდი მხარდაჭერა გვაქვს და ახლა ჯერი უკვე არა მხოლოდ ხორვატებზე, არამედ ევროკავშირის წევრ სხვა სახელმწიფოებზეა, რომლებმაც „კი“ უნდა უთხრან საქართველოს მრავალწლიან მისწრაფებას, რათა გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.