გია ცაგარეიშვილი - ბრალდებები როცა ისმის, სად არის მტკიცებულებები, არახამია გაშმაგებით ებრძვის თავის ქვეყანას
გია ცაგარეიშვილი - ბრალდებები როცა ისმის, სად არის მტკიცებულებები, არახამია გაშმაგებით ებრძვის თავის ქვეყანას

არახამია თავის ქვეყანას გაშმაგებით ებრძვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც საქართველოს მისამართით ბრალდებებია, წარმოდგენილი უნდა იყოს მტკიცებულებებიც.

„ბრალდებები როცა ისმის, სად არის მტკიცებულებები? რაიმე მტკიცებულებები არის წარმოდგენილი, რომ აქედან პუტინისთვის რაღაცებს ვაგზავნით, რომ შემდეგ მან უბედურ უკრაინელ ხალხს ესროლოს? ამას ვინ აკეთებს? ამას ე.წ. ქართველი აკეთებს. ასეთი ქართველი იყო სერგო ორჯონიკიძეც, ბუდუ მდივანი და იოსებ სტალინიც, ასევე ის ქართველები, რომლებმაც საქართველო ამოაგდეს და მოსპეს. სწორედ ასეთი ქართველები იყვნენ, როგორიც არახამიაა დღეს, რომელიც თავის ქვეყანას გაშმაგებით ებრძვის. არახამიამ ქართულად ერთი სიტყვა – გამარჯობა იცის და აქ მედია რომ არ იყოს, სამ სიტყვას შევახსენებდი ქართულად“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.