გია ბარამიძე - ზურაბ ადეიშვილმა საქართველოს მოქალაქეობის დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება თუ მიიღო, ეს სწორედ ამ რეჟიმის კისერზეა
გია ბარამიძე - ზურაბ ადეიშვილმა საქართველოს მოქალაქეობის დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება თუ მიიღო, ეს სწორედ ამ რეჟიმის კისერზეა

ზურაბ ადეიშვილმა საქართველოს მოქალაქეობის დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება თუ მიიღო, ეს სწორედ ამ რეჟიმის კისერზეა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა არ ნიშნავს, რომ ადეიშვილს ქვეყანა არ უყვარს.

„ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ ზურაბ ადეიშვილი და ისეთი ადამიანები, რომლებიც ჩვენი მთავრობის აქტიური წევრები იყვნენ, 2012 წლიდან პოლიტიკური დევნის ქვეშ არიან. მათი დაკავების და შევიწროებისთვის ამ რეჟიმმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა და ბუნებრივია, ის ხედავს, რომ ამ ვითარებაში საქართველოში რამის გაკეთების საშუალება არ ექნება. ის ამდენი ხანია უცხოეთშია და სჭირდება, რომ ჰქონდეს მოქალაქეობა, რომელიც საშუალებას მისცემს, საქმე აკეთოს, იმუშაოს და თუ მან დროებით ეს გადაწყვეტილება მიიღო, ეს სწორედ ამ რეჟიმის კისერზეა და იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას არ გვაძლევს, რომ ზურას საქართველო არ უყვარს, ან ვინმეზე ნაკლები საქართველოს მოქალაქეა. მან ამ ქვეყნისთვის იმდენი რამ გააკეთა, მთელი საქოცეთის პარლამენტი ერთად რომ შეკრიბო და ასი წელი აცხოვრო, იმის ნახევარს ვერ გააკეთებენ“, – განაცხადა ბარამიძემ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ყოფილ მთავარ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს, მისივე მოთხოვნით, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა.