გია ბარამიძე - ყველა პარტნიორის, მეგობრისა თუ მტრის საყურადღებოდ ვამბობ, მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ არიან განუყოფელი
გია ბარამიძე - ყველა პარტნიორის, მეგობრისა თუ მტრის საყურადღებოდ ვამბობ, მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ არიან განუყოფელი

მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან ჩამოცილება პუტინმა ვერ შეძლო აქამდე და ვერც ვერავინ შეძლებს, სანამ ცოცხალია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გია ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ყველა პარტნიორის, მეგობრისა თუ მტრის საყურადღებოდ ვამბობ – მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ არიან განუყოფელი. ის არის ჩვენი მოძრაობის სულისჩამდგმელი და ლიდერი. მისი პოლიტიკიდან ჩამოცილება პუტინმა ვერ შეძლო აქამდე და ვერც ვერავინ შეძლებს, სანამ ცოცხალია.

ამავდროულად, „ნაციონალური მოძრაობა“ არაა ერთი ადამიანი ან პოლიტიკოსთა ჯგუფი!

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის საქართველოს გამთლიანებისა და ძლიერი და აყვავებული ქართული (მაშასადამე, ევროპული) დემოკრატიული სახელმწიფოს იდეაა და მას წარმოადგენს მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულე, ამიტომ მას ვერავის მოსპობს ან განზე გასწევს.

ჩვენ ერთად, და ყველა პატრიოტულ ძალასთან ერთიანობით, გავაგრძელებთ პუტინისტი მოღალატეებისგან საქართველოს გათავისუფლების მშვიდობიან, მაგრამ უკომპრომისო და შეუპოვარ ბრძოლას, და რაც უნდა მოხდეს, ქართულ პატრიოტულ საზოგადოებასთან აუცილებლად გამარჯვებულები გამოვალთ“, – წერს გია ბარამიძე „ფეისბუქზე“.

ყველა პარტნიორის, მეგობრისა თუ მტრის საყურადღებოდ ვამბობ – მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა არიან განუყოფელი, იგი…

Posted by Giorgi Baramidze on Sunday, March 21, 2021