გია ბარამიძე -  საქართველოს არ ჰყავს ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი, ამიტომ არც ერთი პატრიოტული, თავმოყვარე პარტია „ქართული ოცნების“ სპექტაკლში მონაწილეობას არ მიიღებს
გია ბარამიძე - საქართველოს არ ჰყავს ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი, ამიტომ არც ერთი პატრიოტული, თავმოყვარე პარტია „ქართული ოცნების“ სპექტაკლში მონაწილეობას არ მიიღებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გია ბარამიძის განცხადებით, საქართველოს არ ჰყავს ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი და ამ ვითარებაში რაიმე სახის სპექტაკლში მონაწილეობას არავინ აპირებს.

„საქართველოს ჰყავს „ქართული ოცნების“  ბანდის მიერ ხელისუფლებამიტაცებული თავყრილობა. ამიტომ, ბუნებრივია, ამ ფორმატში არავინ აპირებს რაიმე სახის სპექტაკლში მონაწილეობის მიღებას. თუ „ქართულ ოცნებას“, როგორც უზურპატორ რეჟიმს, აქვს სურვილი,  ინდივიდუალურად მოელაპარაკოს ოპოზიციას და შეათანხმოს გარკვეული საკითხები ამ თუ მთავარ თემასთან – ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, ეს სხვა საკითხია, დაველოდებით მათგან წინადადებებს“, – განაცხადა გია ბარამიძემ.

არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის საკითხზე საუბრისას ბარამიძე აღნიშნავს, რომ არც ერთი პატრიოტი, თავმოყვარე ოპოზიციური პარტია, „ქართული ოცნების“ ფარსში მონაწილეობას არ მიიღებს.

„საქართველოს არ ჰყავს ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი. „ქართულ ოცნებას“ და მის რეჟიმს აქვთ უზურპირებული ხელისუფლება. ეს არ არის პარლამენტი, ეს არის „ქართული ოცნების“ ფრაქცია, რომელმაც მიიტაცა ხელისუფლება, ამიტომ არც ერთი პატრიოტული ოპოზიციური პარტია, თავმოყვარე, თავისი ამომრჩევლის პატივისმცემელი პარტია, მათ არანაირ ფარსში და სპექტაკლში მონაწილეობას არ მიიღებს“, – აღნიშნა გია ბარამიძემ.