გია ბარამიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დაუჭერს ცესკო-ს თავმჯდომარეობის იმ კანდიდატურას, რომელიც იქნება შერჩეული ფართო სპექტრის მიერ
გია ბარამიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დაუჭერს ცესკო-ს თავმჯდომარეობის იმ კანდიდატურას, რომელიც იქნება შერჩეული ფართო სპექტრის მიერ

„ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დაუჭერს ცესკო-ს თავმჯდომარეობის იმ კანდიდატურას, რომელიც იქნება შერჩეული ფართო სპექტრის მიერ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა.

როგორც გია ბარამიძემ აღნიშნა, ქართულ საზოგადოებას უნდა ქონდეს ნდობა იმ ადამიანი და ასევე იმ სტრუქტურის მიმართ, რომელიც პასუხისმგებელია არჩევნების ცივილიზებულად და სამართლიანად ჩატარებაზე.

„ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დაუჭერს ცესკო-ს თავმჯდომარეობის იმ კანდიდატურას, რომელიც იქნება შერჩეული ფართე სპექტრის მიერ. ქართულ საზოგადოებას უნდა ქონდეს ნდობა იმ ადამიანი და ასევე იმ სტრუქტურის მიმართ, რომელიც პასუხისმგებელია არჩევნების ცივილიზებულად და სამართლიანად ჩატარებაზე, განსაკუთრებით იმ ფონზე, რაც გამოქვეყნდა „ქართული ოცნების“ სისტემის წარმომადგენლის სუს-ის უფროსის მოადგილის მხრიდან, ის დამატებითი სკანდალური ინფორმაციები. ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც პირუთვნელად და ობიექტურად უხელმძღვანელებს აი ამ სტრუქტურას, რომელმაც უნდა ჩაატაროს არჩევნები და უზრუნველყოს ნორმალურად ადმინისტრირება არჩევნების პროცესისა, ამ ინფორმაციების და მხილებების დონზე, შეუძლებელია, ნდობა ჰქონდეს არჩევნებს საზოგადოების მხრიდან. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად დეპილიტიზირებული, მაქსიმალურად პროფესიონალი და პატიოსანი ადამიანი იყოს, რომელსაც აქვს გაცნობიერებული თავისი პასუხისმგებლობა არა მმართველი ძალის წინაშე, არამედ მთელი საზოგადოების წინაშე. კალანდარიშვილი არის „ქართული ოცნების“ ხელდასმული და უნდა გვყავდეს ის ადამიანი, რომელიც იქნება შერჩეული ძალიან ფართე კონსენსუსით“, – განაცხადა ბარამიძემ.

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა.