გია ბარამიძე – კასრებში იარაღი რატომ იდო? თავდაცვითი ზღუდე იყო, თუკი მტერი შემოვიდოდა, ჩვენს პარტიზანულად გადაქცეულ ფორმირებებს ჰქონოდათ იარაღი, რომელსაც მტრის წინააღმდეგ გამოიყენებდნენ

09:03, 13.07.2026

კასრებში იარაღი რატომ იდო? ის იყო თავდაცვითი ზღუდე იმ შემთხვევაში, თუკი მტერი შემოვიდოდა გარკვეულ მანძილზე, ჩვენს პარტიზანულად გადაქცეულ ფორმირებებს ჰქონოდათ ადგილი, სადაც მონახავდნენ იარაღს და გამოიყენებდნენ მტრის წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ბარამიძის თქმით, „ბუნებრივია, რომ თავდაცვის სამინისტროს გარკვეული სამალავები ჰქონდა, რომელიც ცნობილი იყო მხოლოდ გარკვეული ქვედანაყოფებისთვის, რათა მტრის ზურგში ემოქმედათ“.

„თავის დროზე რომ ვითომ ამოთხარეს კასრები, ხო? კასრებში იარაღი რატომ იდო? ის იყო თავდაცვითი ზღუდე, იმ შემთხვევაში, თუკი მტერი შემოვიდოდა გარკვეულ მანძილზე, ჩვენს შესაბამის შეიარაღებულ ფორმირებებს და პარტიზანულ, ასე ვთქვათ, პარტიზანულად გადაქცეულ ფორმირებებს ჰქონოდათ ადგილი, სადაც მონახავდნენ იარაღს და გამოიყენებდნენ იმას მტრის წინააღმდეგ. პატარა ტერიტორიის მქონე ქვეყნისთვის, სადაც უკან დახევის გზა აღარც გაქვს, მტერი თუ შემოვიდა 10 კილომეტრი, მოსულია თბილისამდე, ცხინვალიდან რომ მოვიდეს… შესაბამისად, ბუნებრივია, თავდაცვის სამინისტროს ჰქონდა გარკვეული სამალავები, რომელიც ცნობილი იყო მხოლოდ გარკვეული ქვედანაყოფებისთვის, რომ მტრის ზურგში ემოქმედათ. ამათმა ამოიღეს და გაასაღეს, რომ რაღაც საშინელებები და უბედურებები ხდებოდა. იქ ჩადეს რაღაც ფირები, 26 ათასი ქართველი ვაჟკაცის გაუპატიურების კადრები. როგორც ციხის სცენა დადგეს. არა ის, რომელიც ნამდვილი იყო და სისასტიკეს ასახავდა, რომელიც დასაგმობი იყო, რისთვისაც დაიჭირეს ადამიანები და ამას არავისთვის რაღაც შედეგი არ ჰქონია, მაგრამ ის მეორე, რაც თვითონ აღიარეს, რომ დადგმული იყო ცოცხის სცენები – ეს ყველაფერი, მართალი და მტყუანი, რეალური ფაქტი და დადგმული უნდა აზილონ ერთმანეთში, რათა ეს ყველაფერი წარმოაჩინონ, თითქოს საშინელება ხდება – აი, ივანიშვილის რეჟიმს ებრძვის მთელი მსოფლიო, მთელი „დიფ სთეითი“. თვითონ მაგრად დგანან და იცავენ საქართველოს სუვერენიტეტს და დანარჩენი ყველა არის საქართველოს მტერი“, – განაცხადა ბარამიძემ.

მსგავსი