გია აბაშიძე - ვერავის დავუშლით, ესა თუ ის პარტია თუ პოლიტიკოსი გააკრიტიკოს ანონიმურად
გია აბაშიძე - ვერავის დავუშლით, ესა თუ ის პარტია თუ პოლიტიკოსი გააკრიტიკოს ანონიმურად

პოლიტოლოგი გია აბაშიძე არ გამორიცხავს, რომ სოციალურ ქსელებში ყალბი ანგარიშები და გვერდები არა უშუალოდ ხელისუფლების ორგანიზებით, არამედ მმართველი გუნდის მხარდამჭერების მიერ შეიქმნა.

„არასწორია ამის ორგანიზება ერთმნიშვნელოვნად, ცალსახად დააბრალო ხელისუფლებას. შეიძლება ეს იყვნენ მხარდამჭერები. თუ გადავხედავთ, ვის რამდენი მხარდამჭერი ჰყავს, რამდენი მათგანია აქტიური სოციალურ ქსელებში – ვერავის ვერ დავუშლით ესა თუ ის პარტია თუ პოლიტიკოსი გააკრიტიკოს ანონიმურად. ამას უნდა ვებრძოლოთ დასავლური პრაქტიკით, როგორ ხდება, მაგალითად, ბრიტანეთში ან საფრანგეთში. ბოლომდე ვერ შევებრძოლებით, მაგრამ ფაქტია, როგორი სიბინძურე ვიხილეთ წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე. ახლაც დიდი ალბათობით უარესი განმეორდება საპარლამენტო არჩევნებზე“, – აღნიშნა აბაშიძემ.

პოლიტოლოგი ამბობს, რომ ფეიკ-ნიუსებთან ბრძოლა გააქტიურებულია მთელ მსოფლიოში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებსა თუ იტალიაში.

„ზოგადად, სოციალური ქსელები უკვე წარმოადგენს დიდ საშიშროებას ფეიკ-ნიუსების სწრაფ გავრცელებაში. გახსოვთ, რომ ცოტა ხნის წინ ასევე დაიბლოკა „ქართულ მარშთან“ სავარაუდოდ ასოცირებული გვერდები, ასევე იტალიის ყოფილ ვიცე-პრემიერ სალვინისთან დაკავშირებული გვერდები. უკეთესი იქნებოდა, თუ სხვა ფეიკ-გვერდებიც, რომელიც ასოცირდება „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ისინიც დარეპორტდეს და ჩაიხსნას იმ სიბინძურეების ფრქვევისგან, რომელიც ახლა მიმდინარეობს“, – დასძინა აბაშიძემ.

დატოვე კომენტარი