გია აბაშიძე - გიორგი გახარიას კარგი მენეჯერული თვისებები აქვს, ორიენტირებულია შედეგზე, შეუძლია გუნდის შეკავშირება და კოორდინაციის გაძლიერება 
გია აბაშიძე - გიორგი გახარიას კარგი მენეჯერული თვისებები აქვს, ორიენტირებულია შედეგზე, შეუძლია გუნდის შეკავშირება და კოორდინაციის გაძლიერება 

გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად შერჩევა გვაჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ სერიოზულად ემზადება არჩევნებისთვის და გადაწყვიტა, რომ ერთ-ერთი ძლიერი ფიგურა და ძლიერი მენეჯერი შემოიყვანოს პოლიტიკურ ავანსცენაზე, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარიას კარგი მენეჯერული თვისებები აქვს, რომელიც ორიენტირებულია შედეგსა და რეფორმაზე, შეუძლია გუნდის შედუღაბება, შეკავშირება და კოორდინაციის გაძლიერება.

„ქართულ ოცნებაში“ იმედოვნებენ, რომ გიორგი გახარია გამარჯვებას მოიპოვებს. მან წარმატებას მიაღწია შსს-ში, მანამდე იყო სხვა უწყებებში. შსს-ში წარმატებული რეფორმები განახორციელა და მიმდინარეობს. „ნაციონალურ მოძრაობას“, მის დაშლილ-არ მოშლილ თუ სხვა, „ევროპულ საქართველოს“ მათ მართულ არასამთავრობო სექტორს უნდათ, რომ ეს წარმოაჩინონ საყოველთაო სახალხო პროტესტად და მანიპულირებენ ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტით. თუმცაღა, პროტესტის მასშტაბურობა არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მთლიანად საზოგადოება არის გახარიას პოლიტიკაში ყოფნის წინააღმდეგი. იმ კონკრეტული ივნისის ღამეს გახარიამ დაიცვა საქართველოს კონსტიტუცია. თუ ძალისმიერი შეჭრა მოხდებოდა პარლამენტში, მაშინ გახარია უნდა გადამდგარიყო. გახარიას აქვს კარგი მენეჯერული თვისებები, ის ორიენტირებულია შედეგსა და რეფორმაზე, მას შეუძლია გუნდის შედუღაბება, შეკავშირება და კოორდინაციის გაძლიერება. ცოტა მოიკოჭლებს ეს ხელისუფლება კოორდინაციაში და ერთობლივ, მყისიერ მოქმედებებში გამოწვევებზე.

აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნება“ შეიძლება უფრო გადავიდეს მტკიცე პოზიციაში და აღარ იყოს თავდაცვით პოზიციაში და მეორე, ღარიბაშვილისა და გომელაურის მთავრობაში შემოსვლით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, ე.წ. ძველი გვარდიის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა გულისა და გონების მოგებას. ეს აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ ისევ ერთიანია“, – განაცხადა გია აბაშიძემ.