ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკურ კათედრალურ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება მიმდინარეობს
ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკურ კათედრალურ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება მიმდინარეობს

კათოლიკე ეკლესია აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს. თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკურ კათედრალურ ტაძარში, ისევე როგორც ყველა მოქმედ კათოლიკურ ეკლესიაში, სადღესასწაულო ღვთისმსახურება მიმდინარეობს.

სააღდგომო წირვას ამიერ კავკასიის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო აღავლენს.

ღამისთევის სააღდგომო ლიტურგია 23:30 საათზე დაიწყო.

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორმა, ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ​მორწმუნეებს სააღდგომო მილოცვით მიმართა.