ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო ლიტურგია მიმდინარეობს 

11:56, 21.09.2019

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში მიმდინარეობს.

სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, მოსაყდრესთან ერთად, ღვთისმსახურებას სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში აღავლენს.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ ილია მეორე მრევლს ქადაგებით მიმართავს. ღვთისმშობლის შობა ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის. საეკლესიო გადმოცემით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა – პირველი მღვდელმთავრის, აარონის შთამომავალი.

მსგავსი