ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის დეგუსტაცია ქალაქ კიოლნში გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის, ff.k Public Relations-ის ორგანიზებით, გერმანიის ქალაქ კიოლნში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.