ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის დეგუსტაცია დუსელდორფში გაიმართა
გერმანიის ქალაქ დუსელდორფში ქართული ღვინის დეგუსტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის, ff.k. Public Relations-ის ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიების მთავარი კონცეფცია იყო ქართული ღვინის შეხამება ადგილობრივ სამზარეულოსთან. დეგუსტაციას HoReCa (სასტუმრო, რესტორანი, კაფე) სექტორიდან ღვინის პროფესიონალები დაესწრნენ.
ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ, გერმანიის ბაზარზე საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით მარკეტინგულ კომპანიასთან, ff.k Public Relations-თან ღვინის ეროვნული სააგენტო 2021 წლიდან თანამშრომლობს. კამპანიის ფარგლებში, დეგუსტაცია-სემინარები გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ღვინის პროფესიონალების, ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისა და მომხმარებლებისთვის იმართება; ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე, ხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები; მედიის, ღვინის პროფესიონალებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ეწყობა საქართველოში ღვინის ტურები.
გერმანია ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულშია გაყიდვების მზარდი მაჩვენებლით. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებულია 670 ათასამდე ლიტრი ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 33%-ით აღემატება.
ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.