ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გერმანიაში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას ff.k Public Relations-ი წარუძღვება
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გერმანიაში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას ff.k Public Relations-ი წარუძღვება

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, გერმანიაში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას ff.k Public Relations-ი წარუძღვება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გერმანულ მარკეტინგულ კამპანია ff.k Public Relations-თან ღვინის ეროვნული სააგენტო 2021 წლიდან თანამშრომლობს.

მათივე ცნობით, დაგეგმილი ღონისძიებების მიზანი გერმანიის ბაზარზე ქართულ ღვინოზე მოთხოვნის გაზრდაა.

„კამპანიის ფარგლებში დეგუსტაცია-სემინარები გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ღვინის პროფესიონალების, ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისა და მომხმარებლებისთვის გაიმართება; ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო გამოფენებზე; განხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედიაკამპანიები; მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის მოეწყობა ღვინის ტურები საქართველოში; გარდა ამისა, გაძლიერდება მომხმარებელზე ორიენტირებული ღონისძიებები ღვინის საცალო გაყიდვების ქსელებში.

დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში ქართული ღვინის პირველი წარდგენა მიმდინარე წელს, 15-17 მარტს გერმანიაში, ქალაქ დუსელდორფში, მსოფლიოს უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაზე, ProWein Dusseldorf -ზე გაიმართება, სადაც, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 26 კომპანია მიიღებს მონაწილეობას.

გერმანია ევროპაში ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანა და, ამავე დროს, ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებული და მხარდაჭერილი აქტივობების, ასევე ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული თანამშრომლობით შექმნილია ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენცია“, – ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.