ღვინის ეროვნული სააგენტო - სტიქიის შედეგად დაზიანებული ყურძნის რეალიზაციით მევენახეებმა 11 მლნ ლარი შემოსავალი მიიღეს
ღვინის ეროვნული სააგენტო - სტიქიის შედეგად დაზიანებული ყურძნის რეალიზაციით მევენახეებმა 11 მლნ ლარი შემოსავალი მიიღეს

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანებული ყურძნის რეალიზაციით მევენახეებმა 11 მლნ ლარი შემოსავალი მიიღეს.

მათივე ინფორმაციით, 2 სექტემბრის მონაცემებით, 27 აგვისტოდან დღემდე, სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანიის” მიერ გადამუშავებულია 12 ათასამდე ტონა დასეტყვილი ყურძენი.

„მთავრობის გადაწყვეტილებით, მევენახები, რომლებსაც სეტყვამ 100%-ით გაუნადგურა მოსავალი ერთჯერადი კომპენსაციის სახით თითოეულ 1 ჰექტარ ფართობზე 3000 ლარს მიიღებენ. სეტყვის შედეგად დაზიანებულ ყურძენს მევენახეები 1 კგ რქაწითელს 0,80 ლარად და 1 კგ საფერავს – 1 ლარად აბარებენ.

ამასთან, სააგენტოს ცნობით, უკვე დაწყებულია სეტყვისგან დაზარალებული აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარების ზარალის დათვლა. სახელმწიფო, ყველა კულტურაზე სადაზღვევო პოლისის 70%-ის, ხოლო ვაზზე – 50%-ის დაფინანსებას ახდენს“, – აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.