ღვინის ეროვნული სააგენტო - საქართველოდან მსოფლიოს 47 ქვეყანაში ექსპორტირებულია 47,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 38%-ით აღემატება
ღვინის ეროვნული სააგენტო - საქართველოდან მსოფლიოს 47 ქვეყანაში ექსპორტირებულია 47,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 38%-ით აღემატება

2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან მსოფლიოს 47 ქვეყანაში ექსპორტირებულია 47,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 38%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, – ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ექსპორტირებული ღვინის მოცულობა შეადგენს 16,7 მლნ ლიტრს, რაც 43%-ით მეტია გასული წლის საანგარიშო პერიოდის მონაცემებზე.

„ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია ქართული ღვინის სტრატეგიულ, პოლონეთის ბაზარზე – 27% (855,1 ათასი ლიტრი), სადაც რეგიონში არსებული კრიზისის გამო ბოლო 2-წლიანი პერიოდის კლების შემდეგ, წელს უკვე ექსპორტის ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა.

ბოლო წლების სტაბილური ზრდის ტემპები შენარჩუნებულია უმნიშვნელოვანეს საექსპორტო ბაზარზე გერმანიაშიც – 4% (153,3 ათასი ლიტრი).

საანგარიშო პერიოდში ზრდა დაფიქსირდა სტრატეგიულ ბაზრებზე: ესტონეთი – 41% (50,6 ათასი ლიტრი) და იაპონია – 549% (27,7 ათასი ლიტრი), ასევე ისეთ მნიშვნელოვან ბაზრებზე, როგორებიცაა უკრაინა – 27% (792,7 ათასი ლიტრი), კანადა – 472% (50,6 ათასი ლიტრი), ისრაელი – 37% (54,6 ათასი ლიტრი) და სხვა.

2024 წლის იანვარ-თებერვალში მსოფლიოს 31 ქვეყანაში ექსპორტირებულია 6,3 მლნ ლიტრი სპირტიანი სასმელები, ღირებულებით 35,2 მლნ აშშ დოლარი. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაოდენობრივი ზრდა 48%-ს, ხოლო შემოსავლების 46%-ს შეადგენს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.