ღვინის ეროვნული სააგენტო - რთველის პერიოდში, სააგენტო კახეთის რეგიონში მცხოვრებ 120-მდე სტუდენტს ღვინის საწარმოებში ოპერატორის პოზიციაზე დაასაქმებს
ღვინის ეროვნული სააგენტო - რთველის პერიოდში, სააგენტო კახეთის რეგიონში მცხოვრებ 120-მდე სტუდენტს ღვინის საწარმოებში ოპერატორის პოზიციაზე დაასაქმებს

2020 წლის რთველის პერიოდში, ღვინის ეროვნული სააგენტო კახეთის რეგიონში მცხოვრებ 120-მდე სტუდენტს ღვინის საწარმოებში ოპერატორის პოზიციაზე დაასაქმებს. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას.

სააგენტოს ცნობით, შერჩეულ ახალგაზრდებს, რთველის ელექტრონული აღრიცხვის პროგრამის ტრენინგები რთველის საკოორდინაციო შტაბში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისმა სპეციალისტებმა ჩაუტარეს.

„პროგრამა ქვეყანაში 2013 წლიდან მუშაობს. იგი უზრუნველყოფს ჩაბარებული ყურძნის შესახებ სრული და ზუსტი მონაცემების შეგროვებას, რაც ხელს უწყობს ყურძნის ჩაბარების პროცესის გამჭვირვალობას და მიკვლევადობას. ღვინის საწარმოებში ოპერატორის პოზიციაზე დასაქმებული ახალგაზრდების ანაზღაურება, თვეში 900 ლარამდეა“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი