ღვინის ეროვნული სააგენტო ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ალკოჰოლიანი სასმელის ხარისხის გააკონტროლებს

20:42, 02.09.2026

ღვინის ეროვნული სააგენტო ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ალკოჰოლიანი სასმელის ხარისხის გააკონტროლებს. ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ გეგმაში, რომელიც იმ კანონპროექტების ნუსხას მოიცავს, რომლის მომზადებასაც მთავრობა წლის განმავლობაში აპირებს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ღვინის ეროვნულ სააგენტოს ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე კონტროლის განხორციელების უფლებამოსილება დაემატება, რომელიც ხარისხის კონტროლთან ერთად ალკოჰოლიანი სასმელის ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენას მოიცავს.

„ვინაიდან, ალკოჰოლიანი ღვინის სასმელის წარმოების სრული ციკლის კონტროლს ღვინის ეროვნული სააგენტო ახორციელებს, ალკოჰოლიან სასმელთან მიმართებაში ეფექტური იქნება, ამავე უწყებამ ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ხარისხის კონტროლი განახორციელოს. ერთ სახელმწიფო ორგანოში მოქცეული აღრიცხვიანობა, ინფორმაციული ბაზა და ამავე ორგანოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და ეფექტურს გახდის ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ალკოჰოლიანი სასმელის ხარისხის კონტროლს და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას“, – ნათქვამია დოკუმენტში.

მსგავსი