ბექა ღვინიაშვილი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა [ვიდეო]

ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო – ბექა ღვინიაშვილი (90 კგ.). მისი პირველი მეტოქე, რეიტინგის 22-ე ნომერი, გერმანელი – ედუარდ ტრიპელი იყო.

შეხვედრის ბედი წუთსა და 20 წამში გადაწყდა. გერმანელმა ღვინიაშვილს გდება შეუსრულა, რომელიც მსაჯებმა იპონით შეაფასეს და მასტერსების ორგზის გამარჯვებული გორელი ფალავანისთვის, მედლებისთვის ბრძოლა ნაადრევად დასრულდა.

რამდენიმე წუთში ასპარეზობაში უშანგი მარგიანიც ჩაერთვება. შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი მარგიანი, ასევე მეორე წრიდან იწყებს და ჩინელ – ჰებილიჯ ჯუს შეხვდება,  რომელმაც პირველ წრეში ესპანელი -ლორენცო ნასიმიენტო დაამარცხა.