ღვანკითის 1 862 მცხოვრებს თერმოსკრინინგი ჩაუტარდა
ღვანკითის 1 862 მცხოვრებს თერმოსკრინინგი ჩაუტარდა

თერჯოლის მინიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში მოსახლეობის თერმოსკრინინგი დასრულდა. შემოწმება 1 862-მა ადამიანმა გაიარა. დღეს კორონავირუსზე ანალიზი 18 ადგილობრივს აუღეს და პასუხები გვიან ღამით ან ხვალ დილით გახდება ცნობილი.

ხვალ ანალიზის აღება რვა პაცინეტისთვის არის დაგეგმილი და ამით ეპიდემიოლოგები დაასრულებენ მუშაობას.

ღვანკითი მეორე დღეა, ჩაკეტილია.