ღუტაში ჰუმანიტარული ტვირთით სავსე პირველი ავტოკოლონა შევიდა
ღუტაში ჰუმანიტარული ტვირთით სავსე პირველი ავტოკოლონა შევიდა

სირიის აღმოსავლეთ ღუტას რაიონში ჰუმანიტარული ტვირთით სავსე პირველი ავტოკოლონა შევიდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი გაერო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ავტოკოლონის თანმხლებმა გაერო-ს წარმომადგენელმა ალი ალ-ზატარიმ განაცხადა, აღმოსავლეთ ღუტას ტერიტორიაზე შესვლისას, არსებული შეთანხების მიუხედავადი, სროლის ხმა ისმოდა. შეთანხმების თანახმად ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ცეცლის შეწყვეტის რეჟიმში უნდა განხორციელებულიყო. ავტოკოლონით ამბოხებულების მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ ღუტაში დახმარება 27 ათასი ადამიანისთვის შეიტანეს.

უახლოესი სამი დღის განმავლობაში გაერო-მ აღმოსავლეთ ღუტაში დახმარება 70 ათასი მცხოვრებისთვის უნდა ჩაიტანოს.

ამასთან, როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, სირიის ხელისუფლებამ ღუტაში გაერო-ს ქირურგიული აღჭურვილობა, ინსულინი და სხვა სამედიცინო პრეპარატები არ შეატანინა.

ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი აღმოსავლეთ ღუტა 2013 წლიდან სირიის სამთავრობო ძალებს ალყაში აქვთ მოქცეული. 18 თებერვლიდან აღმოსავლეთ ღუტაზე ინტენსიური ავიდარტყმები ხორციელდება.

გაერო-ს მონაცემები, სამხედრო მოქმედებების ამ პერიოდის განმავლობაში დაახლოებით 600 ადამიანი ემსხვერპლა, ორი ათასზე მეტი კი დაშავდა. სულ რეგიონში 400 ათასი ადამიანი ცხოვრობს, რომელიც ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს.

24 თებერვალს გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია სირიაში 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გამოცხადების შესახებ ჰუმანიტარული დახმარების დასარიგებლად და დაჭრილების ევაკუაციისთვის. თუმცა უფლებადამცველების განცხადებით, რუსეთისა და სირიის ძალები ამბოხებულების მიერ კონტროლირებად რაიონზე იერიშს არ წყვეტენ.