ღუდუშაურის კლინიკაში აცხადებენ, რომ სტაციონარში აქციაზე დაშავებული რვა პირი რჩება
ღუდუშაურის კლინიკაში აცხადებენ, რომ სტაციონარში აქციაზე დაშავებული რვა პირი რჩება

ღუდუშაურის კლინიკის სტაციონარში აქციაზე დაშავებული რვა პირი რჩება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ღუდუშაურის კლინიკის დირექტორმა მარინა გელანტიამ განუცხადა.

„სულ შემოსულია 11 პაციენტი, რომელთაგან ერთი ქალი და ათი მამაკაცია. მათ სხვადასხვა სახის ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებათ. შესაბამისი კვლევები ჩაუტარდათ, დაზიანებები დამუშავდა. ნაწილი ბინაზე გაეწერა. ნაწილი კლინიკას სავარაუდოდ მალე დატოვებს. ამ დროისთვის კლინიკაში რვა ადამიანია მოთავსებული. სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვთ. ამ დროისთვის ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არც ერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ღუდუშაურის კლინიკის დირექტორმა.

პარლამენტთან აქციაზე რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მიმართ, რომლებიც პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ, სპეციალური აღჭურვილობა გამოიყენეს.

დატოვე კომენტარი