ღია და დახურულმა ბაზრობებმა მუშაობა განაახლეს
ღია და დახურულმა ბაზრობებმა მუშაობა განაახლეს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება გრძელდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ღია და დახურულმა ბაზრობებმა მუშაობა განაახლეს.

ბაზრობებზე განხორციელდება მომხმარებელთა თერმოსკრინინგი, ხელების დამუშავება, გაკონტროლდება პირბადის ტარება, ასევე ყოველდღიურად ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები. ორ კვირაში ერთხელ მოხდება თანამშრომელთა მინიმუმ 20 პროცენტის ტესტირება.

შეზღუდვების შემსუბუქება არ შეეხება დასვენების დღეებს. ობიექტები შაბათ-კვირას არ იმუშავებს.