ღაზის სექტორთან მდებარე ეგვიპტის საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან დღეში სულ 400 ადამიანს უშვებენ
ღაზის სექტორთან მდებარე ეგვიპტის საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან დღეში სულ 400 ადამიანს უშვებენ

ღაზის სექტორთან მდებარე ეგვიპტის საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან დღეში სულ 400 ადამიანს უშვებენ. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, მომლოდინეთა სია საკმაოდ დიდია, ხოლო ღაზიდან წასვლა ჩვეულებრივი ადამიანებისთვის არაა მარტივი.

ხალხისთვის ერთადერთი თავშესაფარი გაერო-ს ეგიდით მოქმედი სკოლებია, ხოლო გაერო-ში აცხადებენ, რომ თავშესაფრების 90 პროცენტი თითქმის შევსებულია და ბევრ ადამიანს ვერ იტევს.

„ბიბისი“ წერს, რომ მოსახლეობის ნაწილი თავს სახლის სარდაფებს აფარებს, მაგრამ შენობის ჩამონგრევის შემთხვევაში ისინი ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდებიან.

გასულ ღამეს სარდაფებში 30-მდე ოჯახი იყო ჩარჩენილი.