ღაზის სექტორში ომის დროს დაზიანებული შენობის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა

14:36, 16.09.2026

ღაზის სექტორში ომის დროს დაზიანებული შენობის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ხუთი ბავშვი, ათობით კი დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას ადგილობრივი სამაშველო ჯგუფები ავრცელებენ.

მათივე ცნობით, ღაზის სექტორის ქალაქ ტალ ალ-ჰავაში, ჩამონგრეული მრავალსართულიანი შენობის ნანგრევებში ცხედრებისა და გადარჩენილების ძებნა ამ დრომდე გრძელდება.

ადგილობრივების თქმით, იმის მიუხედავად, რომ შენობა ავარიული იყო, ბინებში 10 ოჯახი მაინც ცხოვრობდა.

მედიის ცნობით, საცხოვრებელი შენობა ისრაელსა და დაჯგუფება „ჰამასს“ შორის კონფლიქტის დროს დაზიანდა.

მსგავსი