ღაზის სექტორში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევას ზეიმობენ

01:14, 16.01.2025

ღაზის სექტორში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევას ზეიმობენ.

პალესტინელები ქალაქ ხან იუნისის ქუჩებში პალესტინის დროშებით გამოვიდნენ, ისმის შეძახილები.

როგორც შეკრებილები აცხადებენ, ვერ წარმოედგინათ, თუ ეს მომენტი ოდესმე დადგებოდა.

„ეს არაჩვეულებრივი ემოციაა. ახლაც კი არ გვჯერა, შეთანხმება დიდი სიურპრიზია პალესტინელი ხალხისა და მსოფლიოსთვის“, – აცხადებენ პალესტინელები.

ცნობისთვის, ისრაელმა და „ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

მსგავსი