ღაზის სექტორში ისრაელის დაბომბვას ხუთი ჟურნალისტი ემსხვერპლა

14:18, 26.12.2024

ღაზის სექტორში ისრაელის დაბომბვას ხუთი ჟურნალისტი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ არაბული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ჟურნალისტებს მიკროავტობუსში ეძინათ, როდესაც ტერიტორიაზე საჰაერო იერიში განხორციელდა. მიკროავტობუსი პალესტინის სატელიტური ტელეარხის, „ალ-ყუდსის“ საკუთრებაში იყო. ავტომობილი ნუსეირათის ლტოლვითა ბანაკში ალ-ავდას ჰოსპიტლის ტერიტორიაზე იყო გაჩერებული.

„ისინი მოკლეს ჟურნალისტური და ჰუმანიტარული მოვალეობის შესრულებისას“, – ნათქვამია „ალ ყუდსის“ განცხადებაში.

პარალელურად, „ისრაელის თავდაცვის ძალებმა“ განაცხადა, რომ ღაზის ცენტრალურ ნაწილში საჰაერო თავდასხმის სამიზნე იყო მანქანა, რომელშიც ისლამური ჯიჰადის ტერორისტული უჯრედი იყო.

მსგავსი