ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების ცენტრთან ისრაელის სამხედროების მხრიდან ცეცხლის გახსნას, სულ მცირე, ათი ადამიანი ემსხვერპლა, ასევე დაბომბეს სკოლის შენობა, რასაც რვა ადამიანი ემსხვერპლა
ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების ცენტრთან ისრაელის სამხედროების მხრიდან ცეცხლის გახსნას, სულ მცირე, ათი ადამიანი ემსხვერპლა.
არაბული მედიის ინფორმაციით, სროლის შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ცნობით, შემთხვევა ქალაქ რაფაჰთან მოხდა.
ასევე, არაბული მედია ნასერის საავადმყოფოს წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელის მიერ ქალაქ ხან იუნისიდან ჩრდილო-დასავლეთით, ალ-სატარის რაიონში დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის არმიის საჰაერო ძალებმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთით სკოლის შენობა დაბომბეს, რომელსაც იძულებით გადაადგილებული ადამიანები აფარებდნენ თავს. გავრცელებული ცნობით, დაბომბვას რვა ადამიანი ემსხვერპლა.