ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ბენიამინ ნეთანიაჰუმ ნორვეგიელი კოლეგის, იონას გარ სტიორეს მასპინძლობაზე უარი განაცხადა
ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ნორვეგიელი კოლეგის, იონას გარ სტიორეს მასპინძლობაზე უარი განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ ნორვეგიული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ვიზიტზე უარი ისრაელმა ოქტომბერში განაცხადა, როდესაც ორი ქვეყნის ლიდერებს შორის შეხვედრა იგეგმებოდა. მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუმ შეხვედრაზე უარი „პოლიტიკური მიზეზების“ გამო განაცხადა.
„პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ოფისში შესულ კითხვაზე პასუხი იყო, რომ ასეთი ვიზიტების დაგეგმვის დრო არ იყო. მიზეზი ეს გახლდათ“, – აცხადებენ ნორვეგიის მთავრობაში.
როგორც ნორვეგიული მედია წერს, არ არის გამორიცხული, რომ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს ვიზიტზე უარი პოლიტიკური მიზეზების, მათ შორის ნორვეგიის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების გამო უთხრეს.