ღაზის სექტორის საკითხთან დაკავშირებით შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ისრაელის ელჩს იბარებენ
შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სტოკჰოლმში ისრაელის ელჩს იბარებენ. მიზეზი ღაზის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების არარსებობაა.
შესაბამისი განცხადება შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა გააკეთა.
მისი თქმით, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ისრაელს, რათა ისრაელის მთავრობამ უფლება მისცეს, რომ ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთი შევიდეს.
„ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით უკიდურესად მკაფიო პოზიცია გვაქვს როგორც ინდივიდუალურად, ასევე სხვა მრავალ ევროპულ ქვეყანასთან ერთად. ზეწოლა იზრდება“, – განაცხდა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა.