ღაზის სექტორის რეკონსტრუქციის საკითხზე არაბული ქვეყნების ლიდერები დღეს კაიროში შეხვდებიან
ღაზის სექტორის რეკონსტრუქციის საკითხზე არაბული ქვეყნების ლიდერები დღეს კაიროში შეხვდებიან

ღაზის სექტორის რეკონსტრუქციის საკითხზე დღეს არაბული ქვეყნების ლიდერების შეხვედრა გაიმართება. ეგვიპტის, იორდანიის, კატარისა და საუდის არაბეთის მეთაურები ერთმანეთს საგანგებო სამიტზე კაიროში ხვდებიან.

აღნიშნული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები გუშინ შეიკრიბნენ და მოსამზადებელი სესია გამართეს, სადაც იმსჯელეს ღაზის ტერიტორიის აღდგენაზე პალესტინელთა გადასახლების გარეშე.

გავრცელებული ცნობით, დღევანდელ სამიტს დაესწრება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტაც. არაბული ქვეყნების ლიდერებს სურთ, შეიმუშაონ გეგმა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სადავო მოსაზრებას დაუპირისპირდება, რომელსაც ორ მილიონამდე პალესტინელი სხვა არაბულ ქვეყნებში გასახლება, ღაზის სექტორზე კონტროლის საკუთარ ხელში აღება და მისი განვითარება სურს.

გაერო-ს შეფასებით, ღაზის აღდგენის საორიენტაციო ღირებულება 53 მილიარდი დოლარია.