ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახურში აცხადებენ, რომ გასული ღამის განმავლობაში ისრაელის სამხედრო ოპერაციას 92 ადამიანი ემსხვერპლა
ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახურში აცხადებენ, რომ გასული ღამის განმავლობაში ისრაელის სამხედრო ოპერაციას 92 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზის სექტორში გასული ღამის განმავლობაში ისრაელის სამხედრო ოპერაციას 92 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახური ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, თავდასხმის სამიზნე გახდა ქალაქ რაფაჰის საბავშვო ბაღის შენობა, სადაც დევნილები აფარებენ თავს. მსხვერპლთა შორის ორი ბავშვია.

ისრაელის არმია ოპერაციას აგრძელებს ქალაქ ხან იუნისში და არაბული ანკლავის ჩრდილოეთ ნაწილში.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, დაიბომბა „ჰამასის“ რამდენიმე სამიზნე, მათ შორის ინფრასტრუქტურა და რაკეტის გამშვები ადგილები.

ისრაელის არმია ოპერაციას ატარებს მდ. იორდანეს დასავლეთ ნაპირზეც, სადაც გასულ ღამეს 14 ადამიანი დააკავეს.