ღაზის სექტორის ჩრდილოეთით მდებარე ბეით ლაჰიეს ასობით მცხოვრებმა „ჰამასის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა

02:36, 17.04.2025

ღაზის სექტორის ჩრდილოეთით მდებარე ბეით ლაჰიეს ასობით მცხოვრები „ჰამასის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე გამოვიდა. ამის შესახებ times of Israel-ი იუწყება.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს აქციის მონაწილეები, რომელთაც უკავიათ ბანერები წარწერით: „შეწყვიტეთ აგრესია“, „გვინდა, ვიცხოვროთ თავისუფლად“.

მომიტინგეები ასევე სკანდირებენ: „არა ტერორს, კი მშვიდობას“.

ისრაელ-„ჰამასის“ ომის დაწყებამდე ღაზაში „ჰამასის“ წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები იშვიათად იმართებოდა. როგორც times of Israel-ი წერს, მსგავსი აქციების შემთხვევაში „ჰამასი“ ძალადობრივად ცდილობდა აქციების ჩახშობას.

მსგავსი