ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ექვსი რაკეტა ისროლეს
ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ექვსი რაკეტა ისროლეს

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ექვსი რაკეტა ისროლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელელი სამხედროები ავრცლებენ.

ხუთი რაკეტა ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ გაანადგურა. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, არიან დაღუპულები და დაშავებულები.

შეგახსენებთ, ისრაელმა დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ პოზიციები ღაზის სექტორსა და სირიაში დაბომბა.

„ბიბისი“ ისრაელელ სამხედროებზე დაყრდნობით წერს, რომ სამიზნეს წარმოადგენდა იარაღის საწყობები და საწვრთნელი ბაზები, რომლებიც სირიის დედაქალაქ დამასკოს სიახლოვეს მდებარეობს.

დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ წევრების ცნობით, ისრაელის იერიშის შედეგად დაღუპულია მათი ორი მებრძოლი, ღაზის სექტორში კი ოთხი დაჭრილის შესახებ ავრცელებენ ცნობებს.

ისრაელმა ავიაიერიში მას შემდეგ განახორციელა, რაც 23 თებერვალს ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით 20-მდე რაკეტა ისროლეს. შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა, დაზიანდა ერთი სახლი და ერთი ავტომობილი.