ღაზის სექტორიდან ეგვიპტესთან დამაკავშირებელი ერთადერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტი, რომელიც პალესტინის ქალაქ რაფაში მდებარეობს, დაიკეტა

18:02, 10.10.2023

ღაზის სექტორიდან ეგვიპტესთან დამაკავშირებელი ერთადერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტი, რომელიც პალესტინის ქალაქ რაფაში მდებარეობს, დაიკეტა. ეგვიპტის ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მიზეზი ისრაელის მიერ რაფის დაბომბვა გახდა, რის გამოც საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ევაკუაცია გამოცხადდა.

პალესტინური მხარე საკონტროლო-გამშვები პუნქტის დაბომბვის შესახებაც იუწყება, თუმცა ისრაელის თავდაცვაში აცხადებენ, რომ სასაზღვრო პუნქტი არ დაუბომბავთ.

​სამიზნეს მიწისქვეშა გვირაბები წარმოადგენდა, რომლებიც შეიარაღებისა და აღჭურვილობის კონტრაბანდისთვის გამოიყენებოდა.

მსგავსი