ღაზასთან დაკავშირებით ესპანეთისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრების განცხადებების გამო ამ ქვეყნების ელჩები ისრაელის საგარეო უწყებაში დაიბარეს
ღაზასთან დაკავშირებით ესპანეთისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრების განცხადებების გამო ამ ქვეყნების ელჩები ისრაელის საგარეო უწყებაში დაიბარეს

ისრაელმა ესპანეთისა და ბელგიის ელჩები საგარეო უწყებაში დაიბარა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ იუწყება, ისრაელის მთავრობის აღშფოთება გამოიწვია ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრის, ალექსანდერ დე კროოს მიერ რაფაჰის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებულმა განცხადებებმა, რომლებშიც ორი ქვეყნის ლიდერებმა ღაზის მშვიდობიანი მცხოვრებლების მკვლელობა დაგმეს.

ესპანეთი პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ასევე თქვა, რომ ღაზის სექტორში მოქმედი დროებითი ზავი არაა საკმარისი და საჭიროა მუდმივი ზავი. ამ განცხადებებს მკაცრი რეაქცია მოჰყვა ისრაელის ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრისგან. ელი კოენმა სანჩესისა და დე კროოს განცხადებას მცდარი უწოდა და ორი ქვეყნის ლიდერი ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

კოენის მტკიცებით, ისრაელი საერთაშორისო კანონმდებლობის სრული დაცვით მოქმედებს და ზავის დასრულების შემდეგ განაახლებს ბრძოლას, რომელიც, მისივე განცხადებით, „ჰამასის“ სრულ განადგურებამდე გაგრძელდება.